როდის მოხდება საქართველოს კოვიდსტატუსის QR კოდების აღიარება ევროპის ქვეყნების მიერ, ამის შესახებ დღეს ბრიფინგზე ამირან გამყრელიძემ ისაუბრა და განაცხადა, რომ კოდების აღიარება უახლოეს პერიოდში მოხდება.
"ჯანდაცვის სამინისტროს აიტი სამსახური, საგარეო და იუსტიციის სამინისტროები მუშაობენ და ვიცი, რომ დაახლოებით 10 დღეში უკვე უნდა მიუერთდეს”, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.