შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი გარდაიცვალა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, კოლინ პაუელი კორონავირუსით გამოწვეული გართულებებით გარიდაიცვალა. ის 84 წლის იყო
კოლინ პაუელი შეერთებული შტატების ადმინისტრაციაში მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება ჰქონდა. 1987-89 წლებში ის იყო რონალდ რეიგანის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში. ამის შემდგომ ის დემოკრატ ჯიმი კარტერის პრეზიდენტობისას შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი იყო, ხოლო 2001-2005 წლებში, პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციაში სახელმწიფო მდივნის თანამდებობას იკავებდა.