საქართველოში შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი აცხადებით, რომ საელჩო და ვაშინგტონი ყურადღებით აკვირდებიან მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ მიმდინარე პროცესებს.
ელჩი დეგნანის თქმით, ამავდროულად, ყურადღების ცენტრში რჩება არჩევნების საკითხიც და იმედი გამოთქვა, რომ მეორე ტურამდე დარჩენილი დრო მშვიდობიანი და არაძალადობრივი იქნება.
"სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმრობაზე მე ვერ ვისაუბრებ. ძალიან ბევრი ქართველი ვიცი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის სიტუაციაზეა ფოკუსირებული, შემიძლია, დაგარწმუნოთ, რომ ვაშინგტონი და საელჩოც მის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით ვაკვირდებით.
ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ არჩევნების მეორე ტურზეც ვიყოთ ფოკუსირებული და პარტიების მხრიდან არჩევნებზე, ამომრჩეველთან ურთიერთობებზე, პროგრამების, იდეებისა და პლატფომების გაცნობაზე მოხდეს ყურადღების გადატანა. აუცილებელია მომდევნო რამდენიმე კვირა იყოს ძალიან მშვიდი", - თქვა კელი დეგნანმა.