ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში შევიდა სარჩელი ბრაზილიის პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონარუს წინააღმდეგ.
ავსტრიის ეკოლოგიური ორგანიზაცია AllRise ბრაზილიის ლიდერს კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულში სდებს ბრალს ამაზონის ტყეების მასშტაბური გაჩეხვის გამო.
სარჩელში ნათქვამია, რომ ბოლსონარუს ადმინისტრაციას ეკისრება პასუხისმგებლობა წელიწადში, ამაზონის 4 ათასი კვადრატული მეტრის ფართობის ტროპიკული ტყეების გაჩეხვაზე. ამასთან, მოსარჩელე მხარის განცხადებით, გაჩეხვის ტემპები ბოლსონარუს მმართველობის პერიოდში 88 პროცენტით გაიზარდა.
სპეციალისტების შეფასებით, ამაზონში ტყეების გამალებული გაჩეხვა და შემდგომი გლობალური დათბობა, უკვე მიმდინარე ასწლეულში, გამოიწვევს 180 ათასი ადამიანის დაღუპვას მთელ მსოფლიოში.