საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯამნრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, გაჩნდა ახალი ტერმინი - "ტვინდემია", რომელიც გრიპის და კოვიდის დატყუპებას გულისხმობს.
"ახლა მოდის ცივი სეზონი, უკვე აცივდა, მოვა სხვა რესპირაციული ვირუსები, ოქტომბრის ბოლოს განსაკუთრებით გამოჩნდება გრიპი და უკვე ახალი ტერმინი გაჩნდა, წლევანდელი – ტვინდემია. ტვინინგი იცით რა არის, დატყუპება. ტვინდემია ამ ორი ინფექციის, გრიპისა და „კოვიდის“, რომელიც ძალიან საყურადღებოა. ამიტომ მინდა, მოსახლეობამ მიაქციოს განსაკუთრებული ყურადღება. თუ არ ავიცერით და თუ არ დაგროვდა ქვეყანაში კრიტიკული მასა იმუნური ფენისა, სხვადასხვა გათვლით, დღეს გვაქვს 50-55 პროცენტის ფარგლებში იმუნური ფენა. თუ ეს არ იქნება დაახლოებით 80 პროცენტი ანუ გადატანილი, პლუს აცრილი ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, სამწუხაროდ, გვექნება ძალიან რთული ნოემბერი. ამიტომ, კიდევ ერთხელ ყველას მოგიწოდებთ, ყველა ტელევიზიას გთხოვთ უმორჩილესად, დიდი დრო დაუთმეთ, ხალხთან ჩვენთან ერთად მუშაობას, რათა რაც შეიძლება მეტი ადამიანი აიცრას", - ამბობს ამირან გამყრელიძე.