მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია და როგორც საქართველოს მოქალაქე სრულიად ვუერთდები მისი გათავისუფლების მოთხოვნას, წერს სოციალურ ქსელში საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა ელისაბედ რულოვსი.
მისი განმარტებით, ის დარწმუნებულია, რომ ამ ბრძოლიდან გამარჯვებული გამოვა.
"ბევრი დაბნეული მეგობარი და თანამებრძოლი მეკითხება პირადი ცხოვრების თაობაზე. არ დაგიმალავთ, რომ პარასკევს საღამოს დადებული ვიდეოს შინაარსი ჩემთვის მოულოდნელი იყო, ფორმა კი სრულიად მიუღებელი.
პირადი ემოციების მიუხედავად ვინარჩუნებ სიმშვიდეს და რწმენას, რომ ამ ბრძოლიდან გამარჯვებულები გამოვალთ", წერს სანდრა რულოვსი.