ამ ქვეყანას პერსპექტივას ვერც სააკაშვილი შეუქმნის და ეს ფაქტია. ჩამოვიდეს რიგით ჯარისკაცად და იბრძოლოს. აქამდეც ჩამოსულიყო, უკვე დაჭერილიც იქნებოდა და გათავისუფლებულიც, დასავლეთის ჩართულობით, - ამის შესახებ პარტია "ტრიბუნის" ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ვადამდელი არჩევნები არც კობახიძეზეა დამოკიდებული, არც სააკაშვილზე და არც არავისზე, მხოლოდ ხალხზე.
"კობახიძემ ერთი კი არა, 45 %-იც რომ დაიწეროს, მაინც მოუწევს ვადამდელი არჩევნების ჩატარება! თან მანამდე, კობახიძის "ოცნებას" წირვას გახარია გამოუტანს. სააკაშვილი კიდე თუ ისე დაეცა, რომ კობახიძის ალტერნატივად განიხილავს თავს, ღმერთმა ხელი მოუმართოს. მითუმეტეს ამ ქვეყანას პერსპექტივას ვერც სააკაშვილი შეუქმნის და ეს ფაქტია. ჩამოვიდეს რიგით ჯარისკაცად და იბრძოლოს. აქამდეც ჩამოსულიყო, უკვე დაჭერილიც იქნებოდა და გათავისუფლებულიც, დასავლეთის ჩართულობით.
მოკლედ, ვადამდელი არჩევნები არც კობახიძეზეა დამოკიდებული, არც სააკაშვილზე და არც არავისზე, მხოლოდ ხალხზე! რადგან უკვე ნორმალურ ცხოვრებაზე კი არა, არსებობაზეა, გადარჩენაზეა საუბარი! არჩევნებზე შედეგს კი, ერთიანი კანდიდატი, ნიკა მელია დადებს და დაიწყება კიდეც ცვლილებებიც. ოღონდ მანამდე, წითელი ხაზები პირველ რიგში ოპოზიციაშია გასავლები, თავის სახელი რომ დაერქვას ყველაფერს, ვინ არის ხალხის მხარეს და ვის უბრალოდ ხელისუფლებაში ყოფნა უნდა "ოცნებასთან" ერთად", - აცხადებს ჭიჭინაძე.