საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ ვაშაკიძემ პენტაგონში დახურულ მოლაპარაკებებში მიიღო მონაწილეობა. აღნიშნული შეხვედრები ჩარჩო-ხელშეკრულების ფარგლებში, თავდაცვის სფეროში მიმდინარე თანამშრომლობის შესახებ გაიმართა.
"ჩვენი თანამშრომლობა სამხედრო სფეროში ვითარდება გეგმაზომიერად და ყველამ აღვნიშნეთ, რომ ვაშინგტონში გუშინდელი შეხვედრა ერთ-ერთი ყველაზე უფრო პრაქტიკული და საქმიანი გამოდგა. შევათანხმეთ პრიორიტეტები და დავსახეთ ის კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ ამერიკული მხარის დახმარებით განვავითაროთ მნიშვნელოვანი მიმართულებები თავდაცვის სფეროში",- განაცხადა ვაშაკიძემ.
მისივე თქმით, განსახილველ თემებს შორის იყო ავღანაეთში ISAF-ის პროგრამის მიმდინარეობა და თავდაცვის სფეროში, ქვეყნებს შორის განათლების შესახებ თანამშრომლობა
მასალის გამოყენების პირობები