მსოფლიო პატრიარქმა ბართოლომეოს პირველმა ყველას დაუყონებლივ კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებისკენ მოუწოდა. ვაქცინაციის აუცილებლობის შესახებ მან ტელეარხ MEGA-სთან ისაუბრა.
"სრულიად არაგონივრული და გაუმართლებელია, რომ ზოგ ადამიანს აცრის გაკეთების ეშინია. ამას არ აქვს გონივრული გამართლება. მე კვლავ მოვუწოდებ ყველას, დაუყოვნებლივ წავიდნენ და გაიკეთონ ვაქცინა. რათა თავიდან ავიცილოთ შესაძლო სერიოზული საფრხთე, რომელიც გამოიწვევს სიკვდილს", - განაცხადა პატრიარქმა.
"ჩვენ, ეკლესია, რელიგია, მსოფლიო საპატრიარქო პატივს ვცემთ მეცნიერებას, მეცნიერებს, სამეცნიერო აღმოჩენებს, ჩვენი სიცოცხლე განუყოფელია მისგან", - აღნიშნა მან.
ვაქცინაციის მოწინააღმდეგებზე საუბრისას პატრიარქმა განაცხდა, რომ "ისინი არასწორად ფიქრობენ, არალოგიკურად აზროვნებენ და უსამართლოდ ექცევიან საკუთარ თავსა და თანამოძმეებს".
თავად კონსტანტინოპოლის პატრიარქი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზით ჯერ კიდევ იანვარში აიცრა. შემდეგ კი მეორე დოზაც გაიკეთა.