18 ნოემბერს გამოფენების ცენტრ "ექსპო ჯორჯიას" ტერიტორიაზე, მე-11 პავილიონში, გაიმართება სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობისა და სასმელების, შემფუთავი და გადამამუშავებელი ტექნოლოგიების მე-9 საერთაშორისო გამოფენა. ღონისძიების ორგანიზატორია გამოფენების ცენტრი "ექსპო ჯორჯია". ღონისძიების მხარდამჭერია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ქალაქ თბილისის მერია.
55 საგამოფენო სტენდზე წარმოდგენილია 80-ზე მეტი კომპანიის პროდუქტი და მომსახურება ავსტრიიდან, აზერბაიჯანიდან, გერმანიიდან, იტალიიდან, ლიტვიდან, საქართველოდან, სომხეთიდან. გამოფენაში თურქეთის ნაციონალური მონაწილეობის ორგანიზატორია კომპანია "Tüyap Fairs & Exhibitions Organization Inc".
გამოფენაზე დამთვალიერებელს ექნება საშუალება იხილოს ადგილობრივი და უცხოური კომპანიების პროდუქცია და მომსახურება, შეხვდეს ამ დარგების პროფესიონალებს, მოისმინოს კვალიფიციური სპეციალისტების რჩევა და გაეცნოთ თანამედროვე ტექნოლოგიებს.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნებიან მწარმოებლები, სადისტრიბუციო კომპანიები და
საკონსულტაციო ორგანიზაციები შემდეგი პროდუქციით: რძის პროდუქტები, ხორცი და
ხორცპროდუქტები, პურ-ფუნთუშეული, საკონდიტრო ნაწარმი, საკვები დანამატები, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელები, შემფუთველი, გადამამუშავებელი ტექნოლოგიები და ჩამოსასხმელი ხაზები, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, ქიმიკატები და სადიზინფექციო საშუალებები, სასტუმროს ბარისა და რესტორნების აღჭურვილობა, ლაბორატორიული დანადგარები და აღჭურვილობა,სპეციალიზირებული გამომცემლობები და სხვა.