მსოფლიო პატრიარქი ბართოლომეოს I შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შეხვდება. ინფორმაციას კონსტანტინოპოლის საპატრიარქო ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, ბართოლომეოს პირველის ვიზიტი შეერთებულ შტატებში 23 ოქტომბერს დაიწყება და 3 ნოემბრამდე გასტანს.
ვიზიტის ფარგლებში კონსტანტინოპოლის პატრიარქი შეხვედრას გამართავს პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან.
გარდა ამისა, დაგეგმილია ვიზიტები ვაშინგტონში, ნიუ იორკში, ჩიკაგოსა და ბოსტონში.
თავდაპირველად, პატრიარქის ვიზიტი შეერთებულ შტატებში 2019 წელს იგეგმებოდა, შემდეგ იგი 2020 წლის მაისამდე გადაიდო, რაც პანდემიის გამო კიდევ ერთხელ გადაიდო.
ბართოლომეოს პირველი ბოლოს ამერიკის შეერთებულ შტატებში 12 წლის წინ იმყოფებოდა.
ფოტო: არქივი