პრაქტიკულად, პაპუაშვილმა ბოკუჩავას ისტერიის განეიტრალება მოახერხა, - განაცხადა საპარლამენტ უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა.
მისი თქმით, თინა ბოკუჩავა სპიკერატის ადგილთან დესტრუქციული ქმედებების განსახორციელებლად მიდიოდა.
„თუ ვინმე მეტყვის, რომ თინა ბოკუჩავა კახა კუჭავასთან კონსულტაციების გამართვის მიზნით მიდიოდა ისტერიულ ფონზე, ეს არ ვიცი, მაგრამ პრაქტიკულად, პაპუაშვილმა ბოკუჩავას ისტერიის განეიტრალება მოახერხა. აქედან გამომდინარე, აბსურდულია, რომ ოპოზიციამ ეთიკის საბჭოში პაპუაშვილს იმისთვის უჩივლოს, რომ აღკვეთა იძულება, რადგან ის სპიკერთან იმიტომ მიდიოდა, რომ ძალადობრივი, დესტრუქციული ქმედებები განეხორციელებინა”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
შეგახსენებთ , გუშინ, პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის მოსმენის დაწყებისას, ოპოზიციონერი დეპუტატები ტრიბუნასთან მივიდნენ და მინისტრს სიტყვის გაგრძელების საშუალება არ მისცეს. სწორედ ამ დროს, თინა ბოკუჩავა პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილ ტერიტორიისკენ მიემართებოდა, როდესაც შალვა პაპუაშვილმა ის ძალით გამოიყვანა.