ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო" სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში აცხადებს საგრანტო კონკურსს "დემოკრატიული ღირებულებები ქართულ კულტურაში".
კონკურსის მიზანია დემოკრატიული ღირებულებების პოპულარიზაცია საქართველოში. კონკურსის ამოცანაა
იმ დემოკრატიული ღირებულებების წარმოჩენა, რომლებიც გადმოცემულია ქართულ კლასიკურ, თუ ხალხურ ლიტერატურაში, ისტორიოგრაფიულ ნაწარმოებებში, სამართლის ძეგლებში, რომლებიც გვხვდება ეთნოგრაფიულ ტრადიციებში, გამოჩენილი საზოგადო მოღვაწეების შეხედულებებში თუ სხვა.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ორგანიზაციებსა და საინიციატივო ჯგუფებს.
კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი პროექტი უნდა ითვალისწინებდეს მოპოვებული მასალის ადეკვატური ფორმით (სოციალური რეკლამა, ფილმი, წიგნი, ბროშურა, სხვა.) მიწოდებას საზოგადოების ფართო წრისთვის. ფონდი განსაკუთრებით მიესალმება პროექტებს, რომელთა მიზნობრივ ჯგუფსაც არა მარტო თბილისში, არამედ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობაც შეადგენს. პროექტების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 12 თვეს. პროექტი შემუშავებული უნდა იყოს ფონდის განაცხადის ფორმის მიხედვით.
მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს $ 25 000-ს.
კონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის კონსულტაციები ჩატარდება ფონდის ოფისში ყოველ ხუთშაბათს, 16:00 საათზე.
კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განაცხადები მიიღება 2009 წლის 11 დეკემბრის 17:00 საათამდე.