უელსის პრინცესა დიანა 60 წლის გახდებოდა. პრინცესა 1961 წლის 1-ელ ივლისს დაიბადა.
დიანა სპენსერი დიდი ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრე, პრინც ჩარლზზე 1981 წელს დაქორწინდა. ქორწინებიდან ერთი წლის თავზე პირველი ვაჟი პრინცი უილიამი შეეძინათ, 1984 წელს კი მეორე ვაჟი ჰარი დაიბადა.
1995 წელს პრინცი ჩარლზი და დიანა განქორწინდნენ.
1997 წლის 31 აგვისტოს პრინცესა დიანა და დოდი ალფაედი პარიზში, ავტოკატასტროფაში მოყვნენ. უბედური შემთხვევის შედეგად მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
პრინცესა დიანას 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მისი ვაჟები, კემბრიჯის ჰერცოგი უილიამი და სასექსის ჰერცოგი ჰარი ლონდონში დიანას ქანდაკებას გახსნიან.
პრინცესა დიანას პორტრეტი. დიდი ბრიტანეთი. 1986 წლის აგვისტო
უელსის პრინცი და პრინცესა ქორწილის შემდეგ ბუკინგემის სასახლეში ბრუნდებიან. 1981 წლის ივლისი
დიანას ესალმება მკვიდრი მაორი ხალხის წარმომადგენელს ოკლენდში. ახალი ზელანდია. 1983 წლის აპრილი
პრინცესა დაიანა ჩრდილოეთ უელსის ქალაქ რექსჰემში ვიზიტის დროს. 1982 წლის ნოემბერი
პრინცი ჩარლზი და პრინცესა დიანა ავსტრალიის ეროვნული პარკის ულურუს მთის ძირას. 1983 წლის მარტი
პოლოს მატჩის შემდეგ დაჯილდოებაზე, პრინცი ჩარლზი კოცნის დიანას. დიდი ბრიტანეთი. 1985 წლის ივნისი
დიანა დიდ ბრიტანეთში, ნოტინჰემში ვიზიტის დროს. 1985 წლის მარტი
პრინცესა დაიანა შვილთან, პრინც უილიამთან ერთად, კენსინგტონის სასახლეში. 1985 წლის ოქტომბერი
უელსის პრინცესა ხვდება მომღერალ მაიკლ ჯექსონს კულისებში ლონდონის უემბლის სტადიონზე. 1988 წლის ივლისი
დიანა პრინც უილიამთან და პრინც ჰარისთან ერთად ავსტრიაში თხილამურებზე სრიალის დროს. 1991 წლის აპრილი
უელსის პრინცესა მონაწილეობს დედების რბოლაში სასკოლო ღონისძიების დღეს. ინგლისი. 1991 წლის ივნისი
დიანა გიზის პირამიდებთან. ეგვიპტე 1992 წლის მაისი.