დიდი ბრიტანეთის სამეფო ზარაფხანამ შეზღუდული რაოდენობით გამოუშვა 5-ფუნტიანი მონეტა, რომელიც ბრიტანეთის დედოფლის, ელისაბედ მეორის გარდაცვლილ მეუღლეს, პრინც ფილიპს ეძღვნება.
მონეტის დიზაინი თავად ედინბურგის ჰერცოგმა დაამტკიცა.
მონეტა პრინც ფილიპის პორტრეტით, მიმოქცევაში არ იქნება და მხოლოდ კოლექციონერებისთვის არის განკუთვნილი.
მონეტა შესაძენად ხელმისაწვდომი იქნება დიდი ბრიტანეთის სამეფო ზარაფხანაში, ბრიტანეთის სამეფო ფოსტაში და სპეციალიზირებულ მაღაზიებში როგორც ბრიტანეთში, ასევე დანარჩენ მსოფლიოში.
სამეფო ტრადიციების შესაბამისად, სამახსოვრო მონეტები გამოიცემა განსაკუთრებული მოვლენების აღსანიშნავად, როგორებიცაა კორონაცია, ან საიუბილეო თარიღი და იგი 5-ფუნტიანი ნომინალისაა.
პრინცი ფილიპი 2021 წლის 9 აპრილს, 99 წლის ასაკში გარდაიცვალა.