სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-მ სამების საკათედრო ტაძარში, სულთმოფენობის დღესასწაულთან დაკავშირებით, წირვა აღავლინა.
პატრიარქმა მრევლს სულთოფენობა მიულოცა.
"გილოცავთ უფლის დღესასწაულს, გილოცავთ სულიწმინდის მოფენას მოციქულებზე. ღმერთი ამპარტავანთა შემუსრავს, ხოლო თავმდაბალთა მიანიჭებს მადლსა. ღმერთმა ინებოს, რომ უხვად გადამოვიდეს მადლი სულისა წმინდისა. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ გაგამრავლოთ, თქვენი შვილებით და შვილთაშვილებით. დალოცვილები იყავით. ჩვენთან არის ღმერთი", - განაცხადა ილია მეორემ.