ჩვენ მზად უნდა ვიყოთ უფალთან შესახვედრად, მადლი მოგცეთ უფალმა, სადაც მადლია, იქ სიხარული და სიყვარულია, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დღევანდელი ქადაგებისას განაცხადა.
პატრიარქმა მრევლს ამაღლების დღესასწაული მიულოცა.
„ჩვენთან არს ღმერთი, გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს – ამაღლებას უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. ჩვენ გვიწერია იგივე გზა, ღმერთი მოწყალეა. სახარებაში წერია, რომ მოციქულები დაბრუნდნენ ამაღლების შემდეგ „სიხარულითა დიდითა“. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს გზა ჩვენ უნდა გავიაროთ. ეს არის ღვთის წყალობის, მადლის გზა.
მადლი უფლისა ჩვენის იესო ქრისტესი დღეს უხვად გადმოდის ხალხზე. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ უფალთან შესახვედრად. მადლი მოგცეთ უფალმა. სადაც მადლია, იქ სიხარული და სიყვარულია. მე მოგილოცეთ ეს დღესასწაული და სიტკბო მოგიტანეთ, რასაც თქვენ ხედავთ. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ. ჩვენთან არს ღმერთი“, – აღნიშნა ილია მეორემ.