2009 წლის ბოლო 9 თვის განმავლობაში (იანვრიდან - სექტემბრამდე) ზრდასრული მოქალაქეების მიერ 500 ზე მეტი ბავშვია მოკლული. ეს განცხადება დღეს მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტთან არსებულმა ბავშვთა უფლებების დამცველმა ალექსეი გოლოვანმა გააკეთა.
"9 თვის განმავლობაში დიდების მიერ მოკლულია 518 ბავშვი. ეს საშინელი სტატისტიკაა",_ განაცხადა მან. A
მას გარდა, რუსეთის გენერალურ პროკურატურასთან არსებული საგამოძიებო კომიტეტის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში დასაზალებულად აღიარებულ იქნა 3, 8 ათასი არასრულწლოვანი, ამასთან ერთად მათგან 265 ერთ წლამდე ასაკისაა, ხოლო ხუთ წლამდე ასაკისაა 290 ბავშვი.
მათივე ინფორმაციით, რუსეთში წლის დასაწყისიდან 895 არასრულწლოვანი გააუპატიურეს.