ეიფელის კოშკი დამთვალიერებლებისათვის 16 ივლისიდან გაიხსნება, ინფორმაციას Le Parisien-ი პარიზის მერიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდაპირველად ეიფელის კოშკის ლიფტები მხოლოდ 25%-იანი დატვირთვით იმუშავებენ.
პარიზის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა პანდემიის გამო გასული წლის 29 ოქტომბერს დაიკეტა.
ეიფელის კოშკის გამტარუნარიანობა მიმდინარე ზაფხულში დღეში 10 ათას ვიზიტორზეა გათვლილი, პანდემიამდე პერიოდში კი დატვირთულობა დღეში 25 ათასი ვიზიტორი იყო.
ბილეთების ონლაინ გაყიდვა 1-ლი ივნისიდან დაიწყება, ხოლო თავად ეიფელის კოშკის სალაროებში კი მისი გახსნისთანავე.
ვიზიტორებს შეეძლებათ ყველა სართულზე შესვლა, გარდა რამდენიმე ზონისა, სადაც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, კერძოდ, მეორე სართულზე.