საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ანდრია ჯაღმაიძე ანტიოქიის პატრიარქთან ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტ ასლან ბჟანიას შეხვედრას ეხმაურება.
დეკანოზი ჯაღმაიძის მტკიცებით, საპატრიარქოს აღნიშნულთან დაკავშირებით რეაგირება ექნება.
"ჩვენ, რა თქმა უნდა, ამაზე გვექნება რეაგირება, თუმცა, მანამდე საჭირო არის გარკვეული კომუნიკაცია, დაზუსტება დეტალების და რა ფორმით იქნება ეს, უნდა დაველოდოთ ჩვენს საგარეო ურთიერთობების განყოფილებას", - განაცხადა დეკანოზმა საპატრიარქოში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
შეგახსენებთ, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ანტიოქიის პატრიარქმა, იოანე მეათემ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია საპატრიარქო რეზიდენციაში მიიღო.