ლიეტუვა აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ 3 ქვეყანას კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებს საჩუქრად გადასცემს. ამის შესაბ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი სოციალურ ქსელში წერს.
"ლიეტუვამ ცოტა ხნის წინ დაამტკიცა 200 000 ვაქცინა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის. ვიწყებთ უკრაინით - 100 000 ვაქცინა, საქართველო - 15 000 ვაქცინა, მოლდოვა - 11 000 ვაქცინა. პატარა ნაბიჯია ლიეტუვისგან, ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი პარტნიორები ევროპაში შემოგვიერთდებიან ამ სოლიდარობაში უფრო მეტისთვის", - წერს ლანდსბერგისი.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სოციალურ ქსელში ეხმაურება.
"ძალიან დიდი მადლობა ჩვენს ნამდვილ მეგობარსა და მტკიცე მხარდამჭერს, ლიეტუვას, კოვიდ პანდემიის პერიოდში თანამშრომლობისა და 15 ათასი დოზა ვაქცინისთვის, რომელიც საქართველოში უნდა გამოიგზავნოს. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს პარტნიორებთან მუშაობას ვაქცინების დამატებითი დოზებისთვის. ასეთ რთულ დროს სოლიდარობა უმნიშვნელოვანესია," - წერს მინისტრი Twitter-ის პირად გვერდზე.