გიორგი რურუას და ნიკა მელიას გამოშვება იყო ის ზღვარი, სადამდეც მე არ ვმონაწილეობდი პარლამენტის მუშაობაში და რომლის შემდეგაც ვუბრუნდები პარლამენტს პრეზიდენტ მიშელის დოკუმენტის შესაბამისად, - აცხადებს დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ბაქრაძე.
"პრეზიდენტ მიშელთან შეხვედრის შემდეგ მე განვაცხადე, რომ საპარლამენტო საქმიანობაში ჩავერთვებოდი მხოლოდ მას შემდეგ, რაც გათავისუფლდებოდნენ პოლიტპატიმრები. დღეს ნიკა მელია და გიორგი რურუა თავისუფლები არიან. მუშაობის ეს ეტაპი დასრულებულია და მათმა თავისუფლებამ შექმნა იმის პირობები, რომ საპარლამენტო ოპოზიცია და არა მხოლოდ მე სრულფასოვნად ჩაერთოს საპარლამენტო მუშაობაში ყველა იმ საკითხზე სამუშაოდ, რაც დღეს აწუხებს მოსახლეობას,“ - განაცხადა ბაქრაძემ.