ვარდისფერი სუპერმთვარე დედამიწის ცის კაბადონზე ორშაბათს ღამეს გამოჩნდა.
დედამიწის ერთადერთ თანამგზავრს სუპერმთვარეს მაშინ უწოდებენ, როდესაც ის ძალზედ უახლოვდება ჩვენს პლანეტას. ამ დროს მთვარე თითქმის 15%-ით უფრო დიდი და 30%-ით უფრო კაშკაშა მოსჩანს.
ვარდისფერი აპრილის სავსე მთვარეს ამერიკელმა აბორიგენმა ინდიელებმა უწოდეს, რადგან ის სწორედ მაშინ ჩნდება, გაზაფხულის იმ დროს, როდესაც ბუნება ვარდისფრად ყვავის.
ვარდისფერი სუპერმთვარეობა ფოტოგრაფებმა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში აღბეჭდეს.