ბორჯომის პლატოს ტერიტორიაზე, ეროვნული სატყეო სააგენტოს მხარდაჭერით და კომპანია "IDS ბორჯომი საქართველოს" ინიციატივით, ტყის აღდგენის პროექტი გრძელდება. მხოლოდ საგაზაფხულო სამუშაოებზე, პლატოს ტერიტორიაზე 2000 -მდე კავკასიური ფიჭვის ნერგი დაირგო.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და კომპანიის ერთობლივი პროექტი ბორჯომის პლატოს ტერიტორიაზე უკვე მეხუთე წელია ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც, 4 ჰექტარამდე ფართობზე, ჯამში 17 000-მდე ნერგი დაირგო. პროექტი ნერგების მოვლა-პატრონობის 5 წლიან გეგმასაც ითვალისწინებს.
ღონისძიებას დიპლომატიური კორპუსის და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კამპანიის მიზანია, ბორჯომის ტყის აღდგენა-განახლება და ასევე, ტყის აღდგენის პროცესში საზოგადოების აქტიური ჩართულობა.
კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს მიზანი, ბორჯომის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება და ტყის საფარის ეფექტური აღდგენაა.