მივესალმები შეთანხმების მიღწევას! ეს იყო სახელმწიფოებრივად სწორი გადაწყვეტილება - სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმების ხელმოწერას ეხმიანება.
"მივესალმები შეთანხმების მიღწევას! ეს იყო სახელმწიფოებრივად სწორი გადაწყვეტილება! შეუთანხმებლობით გამოწვეული შედეგები ქვეყნისთვის უმძიმესი იქნებოდა. მჯერა, რომ შეთანხმების მიღწევა ნიშნავს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში ახალი შესაძლებლობების გაჩენას, ასევე, შეთანხმებაში მოყვანილი საკითხების (სასამართო, საარჩევნო რეფორმები, პოლიტიკური მართლმსაჯულების დასრულება) კეთილსინდისიერ შესრულებაზე ძალიან მკაცრ ზედამხედველობას ევროკავშირის და ამერიკის მთავრობების მხრიდან", - წერს სახალხო დამცველი.
შეგახსენებთ, ორბელიანების სასახლეში შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერა გაფორმდა.