თუ ჩვენ პატრიარქის აღსაყდრების 50 წლის იუბილეს შევხვდებით მასთან ერთად, მე დღეს გაძლევთ იმის პირობას, რომ საქართველო მყარი განვითარების გზას დაადგება. ამის შესახებ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.
"თუ ჩვენ პატრიარქის აღსაყდრების 50 წლის იუბილეს შევხვდებით მასთან ერთად, მე დღეს გაძლევთ იმის პირობას, რომ ეს პროცესები საქართველოში უკვე დამთავრებული იქნება და საქართველო მყარი განვითარების გზას დაადგება. 6 წელი დაგვრჩა აქამდე. 6 წელში ეს ყველაფერი მოგვარდება, თუ ჩვენ პატრიარქთან ერთად შევხვდებით მის იუბილეს [აღსაყდრების]", - აცხადებს მეუფე ნიკოლოზი.