დღეს, 17 ნოემბერს, გალერეა "ტელესკოპში" კერამიკული ნამუშევრების გამოფენა გაიმართება.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ლია ბაგრატიონის, ლალი ქუთათელაძის, ნატო ერისთავის, ნინო ციციშვილის, მალხაზ შველიძის, გიორგი იაშვილის, ოთარ ვეფხვაძის, ალექსანდრე კაკაბაძისა და გიორგი პაჭკორიას ნამუშევრები.
გამოფენა 5 დეკემბრამდე გაგრძელდება.