ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანემ ეპარქიის შემადგენლობაში მყოფი სასულიერო პირების დასჯის შესახებ ბრძანება გამოაქვეყნა. მანამდე ეს გადაწყვეტილებმა მიტროპოლიმა ამბიონიდან გააჟღერა.
მიტროპოლიტის ბრძანებით, სამღვდელო ხარისხიდან განიკვეთა არქიმანდრიტი ათინოგენი (მდივანი). მეუფე სტეფანეს გადაწყვეტილებით, ღვთისმსახურების უფლება ჩამოერთვათ მამა მირიან მესხს, მამა ლუკას და და ანანია კალანდაძეს.
"საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ მოწყობილ ამბოხში მონაწილეობისათვის და სასულიერო პირთათვის შეუფერებელი საქციელისთვის განიკვეთოს სამღვდელო ხარისხიდან არქიმანდრიტი ათინოგენი (მდივანი), რომელსაც აკრძალული ჰქონდა მღვდელმსახურება, მაგრამ მიუხედავად მრავალი გაფრთხილებისა, განაგრძობდა ეკლესიის საწინააღმდეგო ქმედებებს. ამიერიდან მას აღარ ეწოდება არქიმანდრიტი ათინოგენი, არამედ მონაზონი ათინოგენი მდივანი.
ამავე დანაშაულებებისთვის აეკრძალოს მღვდელმსახურება იღუმენ დანიელს (გვილავა), მღვდელს მირიან (მესხაძე), მღვდელმონაზონ ლუკას ( იბრაგიმოვი ), დიაკონ ანანია (კალანდიას) საჯაროდ გამოთქმული სინანული შეიძლება იქცეს მათთვის მღვდელმოქმედების უფლებების დაბრუნებისა.
ხოლო, რაც შეეხება, მონაზონი ათინოგენს, მისთვის მღვდელმოქმედების დაბრუნება ამიერიდან შეუძლებელია, თუმცა უფლება აქვს მოინანიოს თავისი ცოდვები და ეზიაროს", - ნათქვამია ბრძანებაში.