ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ფარგლებში, ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტა ფუკუშიმას პრეფექტურაში დაიწყო.
კორონავირუსის პანდემიის გამო ცერემონია მასშტაბური არ ყოფილა და მაყურებლის გარშე ფეხბურთის საწვრთნელ კომპლექსში გაიმართა.
ოლიმპიური ცეცხლის პირველი ჩირაღდანი აანთო აზუსა ივასიმიძუმ, რომელიც იაპონიის ქალთა ფეხბურთის ნაკრების წევრი იყო და 2011 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო.
ესტაფეტა 120 დღეს გაგრძელდება. ამ დროის განმავლობაში თამაშების სიმბოლო იმოგზაურებს ყველა პრეფქტურის ტერიტორიაზე, რის შემდეგაც ცეცხლს, 23 ივლისს ღონისძიების გახსნის ცერემონიაზე მიიტანენ.
ტოკიოში ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშები 2020 წლის ზაფხულში უნდა გამართულიყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო 2021 წლისთვის გადაიტანეს. ოლიმპიადა 23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება, პარაოლიმპიადა კი 24 აგვისტოდან 5 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება.
საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა, ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ორგანიზების კომიტეტმა და იაპონიის ხელისუფლებამ უკვე განაცხადეს, რომ პანდემიის გამო უცხოელი მაყურებლები თამაშებზე დასწრებას ვერ შეძლებენ.