გიორგი გახარიას და მასთან დაახლოებულ პირებს ძალიან ბევრ კითხვაზე აქვთ პასუხი გასაცემი, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ.
მისი თქმით, თუ გახარიას უნდა პოლიტიკაში დარჩენა, აუცილებლად მოუწევს ამ კითხვებზე პასუხისგაცემა.
"გიორგი გახარიას და მასთან დაახლოებულ პირებს ძალიან ბევრ კითხვაზე აქვთ პასუხი გასაცემი. მათ შორის 20 ივნისთან, უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით.
ძალიან ბევრ პრობლემაზე, რომელიც ამ ქვეყანაში არის, პირადად არის პასუხისმგებელი ასევე ბატონი გახარია. თუ მას უნდა პოლიტიკაში დარჩენა, აუცილებლად მოუწევს ამ კითხვებზე პასუხისგაცემა“, - აღნიშნა "ევროპული საქართველოს" წევრმა სერგი კაპანაძემ.
ყოფილმა პრემიერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს.