მოლაპარაკებების პროცესი დასრულებული არ არის, ჩვენი შეთავაზება ჯერ კიდევ დევს მაგიდაზე , - – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მას იმედი აქვს, რომ ოპოზიციის ნაწილი მაინც გააცნობიერებს იმას, რომ მთელი მოპარაკებების პერიოდში „ქართული ოცნეა“ იყო კონსტუქციულ.
„პროცესი ჩაშლილი არ არის, დასრულებული არ არის, ჩვენი შეთავაზება ჯერ კიდევ დევს მაგიდაზე და იმედი მაქვს, რომ ჩვენი ოპონენტები, ან მათი ნაწილი გააცნობიერებს, თუ რამდენად კონსტრუქციული ვიყავით ჩვენ ამ მოლაპარაკებაში, რამდენად მნიშვნელოვანი შეთავაზებები გვაქვს და ამ შეთავაზებაზე წამოვლენ.
რაც შეეხება გაჯიუტებას, თუკი ვინმე არის გაჯიუტებული ამ პროცესში, პირველი ეს არის ნიკა მელია და ის ორგანიზაცია, რომელიც მას გვერდით უდგას. გაჯიუტება მდგომარეობს იმაში, რომ დღეს არ არსებობს კითხვის ნიშანი სამართლებრივ პროცესთან დაკავშირებით. მათთვის თუ მნიშვნელოვანია ნიკა მელიას გარეთ ყოფნა, საჭიროა მხოლოდ გირაოს გადახდა, მაგრამ უჯიუტდებიან საკუთარ ქვეყანას და სასამართლო სისტემას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.