ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია კვლავ იძლევა რეკომენდაციას AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენების შესახებ. ორგანიზაციის განცხადებით, ვაქცინის სარგებელი მის რისკებს აღემატება.
"ამ დროისათვის ჯანმო-ს მიაჩნია, რომ AstraZeneca-ს ვაქცინის უპირატესობა მის რისკებზე მაღალია და ჩვენი რეკომენდაციაა ვაქცინაცის გაგრძელება", - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში აღნიშნავენ, თრომბოემბოლია, რომელიც AstraZeneca-ს პრეპარატით აცრის შემდეგ რადენიმე პაციენტს გამოუვლინდა, გულ-სისხლ-ძარღვთა დაავადებების გავრცელების მხრივ მსოფლიოში მესამე ადგილზეა და მკაფიო მტკიცებულებები დაავადებისა და ვაქცინის კავშირის შესახებ ჯერ არ არსებობს.
როგორც მოსალოდნელია, ჯანმო-ს ვაქცინის უსაფრთხოების გლობალური საკონსულტაციო კომიტეტი თავის გადაწყვეტილებას AstraZeneca-ს ვაქცინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, 18 მარტს გააჟღერებს.
AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენება რამდენიმე ქვეყანამ დროებით გააჩერა.