ჩვენ ვაჩვენეთ ყველა ჩვენი ქმედებით კონსტრუქციულობა, მათ შორის, საგამოძიებო კომისიის შექმნითაც, - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი, რომელსაც იმედი აქვს, რომ შეთანხმება წარმატებით დასრულდება.
"ყველა ჩვენი შეთავაზება ეფუძნება ერთ მთავარ პრინციპს, რომ ეს იყოს სამართლიანი და ისეთი შეთანხმება, რომელიც საქართველოს სჭირდება. ამ პრინციპებიდან გამომდინარე, ჩვენ ნებისმიერი შეთანხმებისთვის მზად ვართ.
იმედია, დღეს ჩვენს მედიატორს წარმატებული დღე ექნება და შეთანხმება შედგება. ჩვენი მთავარი სათქმელი არის ის, რომ როგორც არ უნდა დასრულდეს ეს პროცესი, საბოლოო ჯამში, ჩვენი ქართველი ხალხი და პარტნიორები გაიგებენ, რომ მთელს ამ პროცესში, "ქართული ოცნება" იყო ის ერთადერთი პარტია, რომელიც კონსტრუქციული მიდგომებით იყო. ეს მტკიცდება ფაქტებითაც. ჩვენ ვაჩვენეთ ყველა ჩვენი ქმედებით კონსტრუქციულობა, მათ შორის, საგამოძიებო კომისიის შექმნითაც”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.