შეთანხმება უნდა შედგეს! ძვირფასო ხელისუფლებავ და ოპოზიციავ, ხალხი გიყურებთ და გელოდებათ! - სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ოპოზიციისა და ხელისუფლების მოლაპარაკებებს ეხმიანება.
"ხალხი გიყურებთ და გელოდებათ. ხალხი, რომელსაც უნდა განვითარება, რეფორმები, სტაბილურობა, მომავლის რწმენის დაბრუნება! ისაუბრეთ და შეთანხმდით! ამდენ ჯანჯღარს, სტაგნაციას და პოლარიზაციას ეს ქვეყანა ვეღარ უძლებს!", - წერს ლომჯარია.
შეგახსენებთ, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებს მედიაციას კრისტიან დანიელსონი, ევროპული საბჭოს პირადი წარმომადგენელი უწევს. დანიელსონმა დღეს საღამოს, "ქართული ოცნების" ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველოში ვიზიტს ერთი დღით ახანგრძლივებს და იმედოვნებს, გარკვეულ გადაწყვეტილებას მიიღებენ.