ამ 6 პუნქტიდან, ჩვენი ოპონენტები რასაც აყენებენ, ოთხს უკვე ვასრულებთ, - ამბობს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი, შალვა პაპუაშვილი.
მისივე თქმით, ვადამდელი არჩევნებისა და პლებისციტის ჩატარების სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს.
"ამ 6 პუნქტიდან, ჩვენი ოპონენტები რასაც აყენებენ, ოთხს უკვე ვასრულებთ. ერთი საარჩევნო რეფორმაა, მეორე საგამოძიებო კომისია, მესამე რომელიც ამასთან არის მიბმული რიგგარეშე არჩევნები იმ შემთხვევაში, თუ საგამოძიებო კომისია დაადგენს 1%-იან სხვაობას და ასევე, მზაობა კონსტრუქციულ დიალოგისთვის, რასაც ჩვენ ასევე ვაცხადებთ.
რაც შეეხება პლებისციტს, ის თავისი სახით არის არასწორი ფორმა, რა უნდა ვკითხოთ ჩვენს მოქალაქეებს? ჩვენმა მოქალაქეებმა ყველაზე კარგად იციან, ვის მისცეს საკუთარი ხმა“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.