ნაზი ჯანეზაშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან გასაუბრების პროცესის შეჩერებას მოითხოვს. განცხადება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამრთლე წევრმა დღეს გააკეთა.
"კანონით არის დადგენილი ვადები, როდესაც უნდა დაიწყოს კანდიდატების მოსმენა. მეორე და მესამე კონკურსის დროს ეს ვადები არ ყოფილა დაცული და გასაუბრება დღემდე არ დაწყებულა მიუხედავად იმისა, რომ ის იანვარში და თებერვალში უნდა დაწყებულიყო. პლუს ამას მნიშვნელოვანია ის, რომ კითხვებს აჩენს უშუალოდ გასაუბრების მიმდინარეობის პროცესი პირველ კონკურსთან მიმართებაში, რომელმაც მიიღო არასტაბილური ხასიათი და ამ საკითხზე დამაჯერებელი პასუხი არ გაუცია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს.
მეორე, დარღვევები შეეხება ინტერესთა კონფლიქტს, ეს ინტერესთა კონფლიქტი როგორც უკვე აღვნიშნე შეეხება დიმიტრი გვრიტიშვილს, რომელიც მონაწილეობს იმ კონკურსებში, სადაც ის აფასებს თავის კონკურენტებს. ეს არის ცალსახად სერიოზული პრობლემა ჩემი აზრით და არ უნდა ჰქონდეს მას ამისი უფლებამოსილება, რომ თავისი კონკურენტები შეაფასოს.
მისი ცოლის ძმა არის, რომელსაც უნდა, რომ გახდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე და მისი ბიძაშვილი, რომელიც ახალია. ეს პროცესი არ უნდა გაგრძელდეს და ქვეყანას უნდა დარჩეს შანსი, რომ უზენაეს სასამართლოში შევიდნენ ღირსეული და გამოცდილი კადრები”, - განაცხადა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა.