ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის რუკა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძის დოკუმენტებიდან. 1921 წელი.
საქართველოს მთავრობისა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარის ნოე ჟორდანიას მიმართვა. 1921 წლის 16 თებერვლის დილა.
"აიღეთ ხმალი ხელში, აამუშავეთ ქალი და კაცი, შექმენით ახალი რაზმები, დაიცავით შიგნით წესიერება, ალაგმეთ მოღალატენი და ორგული. იცოდეთ, რომ გამარჯვებული ბოლშევიკები გაგძარცვავენ და გაგჟლეტენ. მათ გასტეხეს მხოლოდ თქვენი მხნეობა და თავის დადება.
შეაჩერეთ ჩვეულებრივი სახელმწიფო და საზოგადოებრივი მუშაობა და მოჰკიდეთ ხელი მარტოდ მარტო თავის დაცვას. მეტი მეომარი, მეტი იარაღი, მეტი სურსათი, - აი რას ითხოვს თქვენგან სამშობლო და ეს უნდა მოგვაწოდოთ ყოველ დღე გამარჯვებამდე.
ამ ბრძოლაში ჩვენ მარტო არ დავრჩებით, შევქმნათ ერთი მთლიანი თავგანწირული ძალა და ჩვენს ირგვლივ შემოიკრიბებიან მშველელნი.
ქართველო ხალხო, ხელი ხმალს იკარ, მტერთა ისმიან ხმანია! საქართველო მოკვდება, მაგრამ ის მტერს არ დანებდება!"
საქართველოს პირველი რესპუბლიკის არმიისა და სახალხო გვარდიის შეიარაღება
სახალხო გვარდიის ჯავშანმატარებელთა რაზმის წევრები ჯავშანმატარებელი N1 „რესპუბლიკელის“ფონზე.
ფოტოზე ზედა რიგში მაუზერით ხელში და ბინოკლით რაზმის მეთაური ვლადიმერ გოგუაძე.
1918-1921 წლები.
სახალხო გვარდიის მეტყვიამფრქვევე-მოტოციკლისტთა რაზმი. თბილისი, 1918-21 წლები.
სახალხო გვარდიის ცხენოსანი დივიზიონი. რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომში ცხენოსან ნაწილთა მცირერიცხოვნებამ ქართულ არმიას დიდი პრობლემები შეუქმნა. თბილისი, 1919-1920 წლები.
მობილიზებული ჯარისკაცები და სახალხო გვარდიელები ფრონტისკენ მიემგზავრებიან. თბილისი, 1921 წელი.
საქართველოს სახალხო გვარდიის ქვეითი ჯარისკაცები. თბილისი, 1920-1921 წლები.
საქართველოს მაღალმთიანი კუთხის, დიდი საომარი ტრადიციის მქონე ხევსურეთის, მოსახლეობა საქართველოს პირველი რესპუბლიკის ომებში ყოველთვის მონაწილეობდა. რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომში 100-მდე ხევსური იბრძოდა წითელი არმიის წინააღმდეგ. 1918-1921 წლები.
რუსეთ-საქართველოს ომის მიმდინარეობისას, 1921 წლის 16 თებერვალს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორ ივანე ჯავახიშვილის მიერ საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმთან არსებული თავდაცვის კომიტეტისადმი გაგზავნილი წერილი
"თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები, დოცენტები, ლექტორები, ასისტენტები და საზოგადოდ სამეცნიერო სასწავლო ნაწილის პირადი შემადგენლობის წევრები მზად არიან ყველანი, მთელი თავისი ცოდნა გამოცდილება და სიცოცხლე შესწირონ საფრთხეში მყოფის ძვირფასი სამშობლოს თავისუფლების დაცვის საქმეს და სთხოვენ კომიტეტს, რათა მათი გონებრივი თუ ფიზიკური ძალა გამოიყენოს ისე როგორც, მას საუმჯობესოდ მიაჩნია სამშობლოს დაცვის მიზნებისათვის“.
დოკუმენტეს ხელს აწერენ: უნივერსიტეტის რექტორი ივანე ჯავახიშვილი და საბჭოს მდივანი აკაკი შანიძე. წერილს ახლდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო-სასწავლო ნაწილის პირადი შემადგენლობის სია.
1921 წლის 24 თებერვალს ტაბახმელის N4 სანგართან მომხდარი ბრძოლის ამსახველი რუკა. შედგენილია პოლკოვნიკ (შემდგომში პოლონეთის არმიის ბრიგადის გენერლის) ალექსანდრე ჩხეიძის მიერ.
რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომში დაღუპული სახალხო გვარდიელები. თბილისი, 1921 წლის თებერვლის ბოლო.
1921 წლის 19 თებერვალს ყუმბარის ნამსხვრევებით დაიღუპა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტი, მოწყალების და მარო მაყაშვილი.
მარცხნივ: მარო მაყაშვილის გიმნაზიაში მოსწავლეობის პერიოდის ფოტო.
მარჯვნივ: გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ 1921 წლის 23 თებერვლის ნომერში დაბეჭდილი ნეკროლოგი.
საბჭოთა რუსეთის მე-11 წითელი არმიის შემოსვლა თბილისში. 1921 წლის 25 თებერვალი
1921 წელი, 25 თებერვალი. ორჯონიკიძის დეპეშა მოსკოვს - ლენინს და სტალინს. დოკუმენტური დადასტურება იმისა, რომ საქართველოს დედაქალაქში შემოვიდა "სიკვდილი ცელით"