აქამდე რასაც ამბობდა არ აკეთებდა, სააკაშვილი ჩამოვა თუ არა მესამეხარისხოვანი საკითხია - სერგი კაპანაძე
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა -არჩამოსვლაზე საუბარი ახლა, ამ პოლიტიკურ ვითარებაში, არ არის რელევანტური და სწორი, რადგან ეს მესამეხარისხოვანი საკითხია.
სერგი კაპანაძემ აღნიშნა, რომ არ აქვს მოლოდინი რომ სააკაშვილი ჩამოვა.
"მიხეილ სააკაშვილი თუ ჩამოვა ეს მისი გადაწყვეტილებაა, ლიდერად ირჩევს ხალხი და არა რომელიმე კონკრეტული ადამიანი. არ ვიცი ჩამოვა თუ არა. აქამდე რასაც ამბობდა, არ აკეთებდა და არ ჩამოდიოდა. დღევანდელ მდგომარეობაში კი, არ მგონია რელევანტური და სწორი ამაზე საუბარი, რადგან მესამე და მეოთხეხარისხოვანი საკითხია. ჩვენ გვაქვს ჩვენი გეგმები და ამ გეგმებს მივყვებით. ამ საპროტესტო მუხტის ამოცანაა ხელისუფლებამ დაინახოს რამდენი ადამიანია გაბრაზებული”, -აღნიშნა სერგი კაპანაძემ.
რუსთაველის გამზირზე ოპოზიციის აქცია კვლავ მიმდინარეობს.