მიმაჩნია, რომ ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება არ იყო სათანადოდ დასაბუთებული , - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში განაცხადა.
მისი თქმით, წინასწარი პატიმრობის გამოყენება ეს არ არის დასჯის ფორმა, ის არ უნდა გამოვიყენოთ იმის გამო, რომ თუნდაც მოქალაქემ დაარღვია სხვა სახის აღკვეეთის ღონისძიება.
„მიმაჩნია, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება არ იყო სათანადოდ დასაბუთებული. მოგეხსენებათ, პატიმრობის გამოყენება, წინასწარი პატიმრობის გამოყენება ეს არ არის დასჯის ფორმა, ის არ უნდა გამოვიყენოთ იმის გამო, რომ თუნდაც მოქალაქემ დაარღვია სხვა სახის აღკვეეთის ღონისძიება. ის უნდა იყოს მხოლოდ მაშინ გამოყენებული, თუ არსებობს დასაბუთებული ეჭვი, რომ ბრალდებული მიიᲛალება ან გაანადგურებს მტკიცებულებებს და ა.შ. მოვლენების ამ განვითარებას მივყავართ ჩიხისკენ. მოვუწოდებ ხელისუფლებას, რომ დაუყოვნებლად გადადგას ნაბიჯები სიტუაციის დეესკალაციისკენ, ჩემთვის ერთ-ერთი ასეთი ნაბიჯი იქნება გათავისუფლება. ვიცი, რომ სამართლებრივი გზებიც არსებობს და იმედია, სასამართლო მიიღებს გონივრულ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ლომჯარიამ.