ნატოს სამხედრო კომიტეტის წევრი იტალიელი ადმირალი ჯამპაოლო დი პაოლა ქართველი სამხედროების სამხედრო მომზადების მაღალ დონეს აღნიშნავს.
ადმირალმა მოინახულა "კრწანისის" სასწავლო ცენტრი, სადაც ქართველ სამხედროებს ნატოს ინსტრუქტორები ამზადებენ, მათ შორის ნატოს ოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად ავღანეთში.
"საქართველოს შეუძლია იამაყოს თავისი სამხედროებით, ისინი ძალიან კარგად არიან მოზადებულნი", _ განაცხადა ადმირალმა ქართველ სამხედროებთან შეხვედრის შემდეგ.
იტალიელი ადმირალის ჯამპაოლო დი პაოლას ვიზიტი საქართველოში ორდღიანია.