სინოდის გადაწყვეტილებით, საპატრიარქოს ტელევიზია მოამზადებს გადაცემათა ციკლს დავით გარეჯის პრობლემატიკის შესახებ. ამის შესახებ სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ, ალავერდელმა მიტროპოლიტმა მეუფე დავითმა განაცხადა. მეუფე დავითს კომენტარს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთბის სამსახური ავრცელებს.
მეუფე დავითის თქმით, სინოდის სხდომაზე პირველ საკითხად დავით გარეჯის თემა იყო გამოტანილი.
პირველ საკითხად იყო გამოტანილი დავით გარეჯის საკთხი, რომლის თაობაზეც ჩვენ გვქონდა მოხსენება.მგონია, რომ არ არიან ისეთი ადამიანები მრავლად, რომელთაც ეჭვი ეპარებათ დავით გარეჯის საქართველოზე კუთვნილება და ქართულ-თიბაიდის უდაბნოდ სახელდებული ეკლესია-მონასტრების ქრისტიანული წარმომავლობის შესახებ. სინოდმა იმსჯელა ამის შესახებ და აღიარა, დაადგინა, რომ ეს არის ქართულ ძეგლები და რომ საზღვრის ხაზი უნდა გაევლოს 1937-1937 წლებში აზომილი და შემუშავებული გეგმების საფუძველზე დაბეჭდილი 200 ათასიანი რუკების მიხედვით, რომლის გამოყენების აუცილებლობაზე 1996 წელს ორმა ქვეყანამ მოაწერა შეთანხმებას ხელი. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი.
კიდევ ითქვა, რომ რადგან თემა ყველას აინტერესებს და დიდი აქტივობაა ამ საკითხის გარშემო, სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ საპატრიარქოს ტელევიზიამ მოამზადეოს გადაცემათა ციკლი დავით გარეჯის პრობლემატიკისა და ისტორიის უფრო დაწვრილებით ახსნისათვის", - განაცხადა ალავერდელმა მიტროპოლიტმა.