გირჩის ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი იყო საქართველოს ისტორიაში ერთადერთი კაცი, ვისაც პროპორციული არჩევნების იდეა მოუვიდა თავში.
როგორც მან ფორმულას გადაცემა პოლიტმეტრში ისაუბრა, ამ იდეის გახმოვანების შემდეგ ბიძინა ივანიშვილი "გუნდმა თავის აზრზე გადაიყვანა".
"ბიძინა ივანიშვილი არის ჩემი ყველაზე გავლენიანი თანამოაზრე პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით ქართულ ოცნებაში. მე ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილი იყო ერთადერთი კაცი საქართველოს ისტორიაში, ვისაც ეს იდეა თავში მოუვიდა და ზოგადად თქვა, მერე ეს რომ არ და ვერ განახორციელა, ამის გამო მან ცალკე კრიტიკა მიიღო", - განაცხადა ხვიჩიამ.