დღეს ისეთი პატრიარქი გვყავს, თვალის ჩინივით უნდა ვუფრთხილდებოდეთ, ხელის გულზე უნდა ვატარებდეთ, ვინ გაბედავს?! - განაცხადა ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა პატრიარქის შესაძლო გადაყენებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ. ამის შესახებ მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა.
მეუფე ნიკოლოზის პატრიარქი ეკლესიას ერთპიროვნულად მართავს და მასზე ზეგავლენის მოხდენა წარმოუდგენელია.
"სინოდის სხდომას იწვევს პატრიარქი და ასე დაწესებული, პატრიარქი სხდომაზე გაგვაცნობს ხოლმე საკითხებს. განსაკუთრებით ბოლო წლებში, მე ასეთ რამეს დავაკვირდი, რომ როგორც კი რაღაც ამბავი გავრცელდებოდა ხოლმე სინოდის სხდომის წინ საკითხების შესახებ, თავიდან მართლა მეშინოდა, რომ საშიში რამეა პატრიარქის გადაყენება და გამოცდილებით ვიცი, რომ რასაც წინასწარ ლაპარაკობენ, ის საკითხები არ არის ხოლმე განხილვის საგანი და სამ დღეში ყველა გავერკვევით მაგაში.
იმპერატორი რომ იყო ხოლმე, მონოფიზიტი, დევნიდა ხოლმე პატრიარქს და იმპერატორი გადააყენებდა ხოლმე. დღეს ისეთი პატრიარქი გვყავს, თვალის ჩინივით უნდა ვუფრთხილდებოდეთ, ხელის გულზე უნდა ვატარებდეთ, ვინ გაბედავს?!
ჩვენი პატრიარქი შორენა თეთრუაშვილი კი არ არის, ჩვენი პატრიარქი არის ილია მეორე და მინდა გითხრათ, ძალიან მტკიცე ნებელობის პიროვნებაა, ძალიან ბრძენია და ძალიან ღრმა აზროვნების ადამიანია, ვერავინ მოახდენს მასზე გავლენას, ვერც სტრუქტურა, ვერც ადამიანი და რასაც უნდა იმას აკეთებს, ერთპიროვნულად მართავს ეკლესიას სინოდიდან სინოდამდე, თორემ სინოდზე მეც კი გამიბედავს, შევწინააღმდეგებივარ, კენჭისყრაზე მხარი არ დამიჭერია, ეს დასაშვები ფაქტებია,"- განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.
შეგახსენებთ, სინოდის სხდომა 11 თებერვალს გაიმართება.