პატრიარქი უნდა განკვეთოს რჯულის კანონმა. მას კანონით არ აქვს უფლება, მართავდეს საქართველოს ეკლესიას. ამის შესახებ ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრემ ტელეკომპანია "ფორმულასთან" საუბრისას განაცხადა.
"პატრიარქი უნდა განკვეთოს და გადააყენოს რჯულის კანონმა, ანუ კანონიკურმა სამართალმა. მას კანონით არ აქვს უფლება, მართავდეს საქართველოს სამოციქულო ეკლესიას. როგორც დიდი დავით გურამიშვილი ამბობს, "მე თუ გინდა თავი მომჭრან, ტანი დარჩეს გასაბერად", მაინც ვიტყვი, რომ საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდს მართავს პიდარასტიის, მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი უკანონო პატრიარქი", - თქვა ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა.
მეუფე პეტრე 11 თებერვალს დაგეგმილ სინოდის სხდომას ეხმიანება და აცხადებს, რომ ამ სხდომაზე მისი ეკლესიიდან განკვეთის საკითხი იქნება განხილული.
"როგორც მოახდინა მან [პატრიარქმა] მიტროპოლიტ პეტრესთვის უკანონოდ სასჯელის დადება, ასევე მან უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, რომ იქნეს მსჯელობა ამ საკითხზე და შემდეგ, ჩემს მიერ წაყენებულ ბრალდებას მიეცეს სინოდის სხდომაზე საეკლესიო სასამართლოს ფორმატში მსვლელობის გაგრძელება. ველოდები საკითხს, რომ ჩემი უკანონოდ დასჯა განხილულ იქნას სჯულის კანონის ფორმატში", - თქვა მეუფე პეტრემ.
შეგახსენებთ, სინოდის სხდომა 11 თებერვალს გაიმართება.