ამერიკული სამხედრო ხომალდი "დონალდ კუკი" შავ ზღვაში შემოვიდა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის საზღვაო შეიარაღებული ძალების ევროპისა და აფრიკის სარდლობა ავრცელებს.
სარდლობის ინფორმაციით, ეს ამ ხომალდის შავ ზღვაში პირველი ვიზიტია 2021 წელს.
"დონალდ კუკი" იმუშავებს პარტნიორებთან, რათა რეგიონში საზღვაო უსაფრთხოება დაცული იყოს", - ნათქვამია განცხადებაში.
ბოლოს, "დონალდ კუკი" შავ ზღვაში გასული წლის ნოემბერში შემოვიდა.