ზოგადად, არ მჯერა ენჯეოების გაკეთებული საქმის ან ნაკლებად მჯერა, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
ხვიჩიას თქმით, „ქართული ოცნება“, „სამართლიან არჩევნებთან“ მართალია.
„ზოგადად, არ მჯერა ენჯეოების გაკეთებული საქმის ან ნაკლებად მჯერა. შესაბამისად, „ქართული ოცნება“, ჩემი აზრით, „სამართლიან არჩევნებთან“ მართალია. მეტიც, მათ გადააყენეს საკუთარი თავმჯდომარე, მაგრამ ეს არ არის საკმარისი იმ უხერხულობის აღმოსაფხვრელად, რომელიც რეალურად მათმა ქმედებამ გამოიწვია“, - თქვა ხვიჩიამ და აღნიშნა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გაკეთებულ „რაღაც კვლევებსა თუ ანგარიშებს“ ზედმეტი ყურადღება არ უნდა მიექცეს.