ჩვენ გვინახავს წასული ბიძინა ივანიშვილი მაგრამ არ გვიგვრძვნია, რომ შორს იყო. ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა ყოველთვის ვიცოდით, რომ სადღაც ახლომახლოს იყო და ის იღებდა ქვეყნისთვის მთავარ გადაწყვეტილებებს რეალურად, - თქვა პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" თავმჯდომარემ, იაგო ხვიჩიამ "დღის კურიერის" ეთერში.
"ბატონი ბიძინა ივანიშვილის წასვლას რაღაც თვალსაზრისით დიდი ხანია ელოდა ქართული საზოგადოება, ძირითადად "ქართული ოცნების" მხარდამჭერები, როგორც ჩანს, ეს ინფორმაცია არსებობდა სადღაც კულუარებში. უბრალოდ, როგორც მაშინ, ისე ახლაც არვინ არ იცის, რას ნიშნავს ბიძინა ივანიშვილის წასვლა. ჩვენ გვინახავს წასული ბიძინა ივანიშვილი მაგრამ არ გვიგვრძვნია, რომ შორს იყო. ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა ყოველთვის ვიცოდით, რომ სადღაც ახლომახლოს იყო და ის იღებდა ქვეყნისთვის მთავარ გადაწყვეტილებებს რეალურად.
მე არ გამოვრიცხავ, რომ ბიძინა ივანიშვილმა მართლა გადაწყვიტა წასვლა, ასეთ შემთხვევაში "ქართულ ოცნებას" რა უხარია არ ვიცი და რატომ არიან იმ გონორზე, რა გონორზეც იყვნენ დღეს. "ქართული ოცნების" სიმხნევიდან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ სინამდვილეში ეს წასვლაც არ არის ნამდვილი თავისი შინაარსით.
ჩამოიშლება პარტია, ჩემი აზრით. ბიძინა ივანიშვილი არსად არ მიდის, მე ამას ესე ვუყურებ, სხვა შემთხვევაში, ძალიან გაუგებარია ის უფლებამოსილებები რომლებიც ჰქონდა ბიძინა ივანიშვილს, ვისზე ნაწილდება?", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.