ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ხელი მოაწერეს ბრიტანეთთან სავაჭრო და თანამშრომლობის შეთანხმებას.
ხელმოწერის ცერემონიალი ბრიუსელში ევროკავშირის საბჭოს შენობაში გაიმართა. ხელომწერილი დოკუმენტი ლონდონში გაიგზავნება, რათა მას გაერთიანებული სამეფოს სახელით ხელი მოაწეროს პრემიერ-მინისტრმა ჯონსონმა.
ბრიტანეთისა და ევროკავშირის წარმომადგენლებმა სავაჭრო შეთანხმებას 24 დეკემბერს მიაღწიეს, ბრექსიტის გარდამავალი პერიოდის დასრულებამდე მხოლოდ ერთი კვირით ადრე.
შეთანხმების ტექსტი უნდა დაამტკიცოს გაერთანებული სამეფოს პარლამენტმა და ევროპის პარლამენტმა.
რას გულისხმობს სავაჭრო შეთანხმება:
საშუალებას აძლევს დიდ ბრიტანეთის გააგრძელოს საქონლის რეალიზაცია ევროკავშირის ბაზარზე ტარიფებისა და კვოტების გარეშე;
შეთანხმება მოიცავს აღსრულებისა და დავების მოგვარების მექანიზმებს უსამართლო კონკურენციის მოსაგვარებლად, რასაც ევროკავშირი "თანაბარი პირობების" წესებს უწოდებს;
უზრუნველყოფს დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის შეუფერხებელი სატრანსპორტო კავშირების გაგრძელებას, მათ შორის სამგზავრო უფლებების დაცვის გარანტიებს;
იგი ასევე გულისხმობს ახალ სამართლებრვი გარემოს და სხვა ბარიერებს ბრიტანული ბიზნესისთვის ევროკავშირში;
ხუთწელნახევრიან გარადმავალ პერიოდში, ევროკავშირის ქვეყნების მიერ ბრიტანულ წყლებში თევზჭერის 25% გადაეცემა ბრიტანულ ფლოტს;
ამცირებს გაერთიანებული სამეფოს ხელმისაწვდომობას ევროკავშირის პროგრამებზე სხვადასხვა სფეროში, მათ შორის პოლიციისა და განათლების სფეროში.