დღეს, 16:00 საათზე ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ავღანეთში სამშვიდობო ასეულის გაცილების ცერემონია გაიმართება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, სახმელეთო ჯარების მეორე ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები IშAF-ის (საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალები) ოპერაციაში ფრანგული კონტიგენტის შემადგენლობაში მონაწილეობის მისაღებად მიემგზავრებიან.
ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი პირები დაესწრებიან.
მის: დაბა ვაზიანი; მეოთხე ქვეითი ბრიგადა.