შემიძლია გითხრათ, რომ იყო გარკვეული საკითხები, სადაც პოზიციების დაახლოება მოხერხდა, მაგრამ დარჩენილია რამდენიმე მთავარი საკითხი, სადაც პოზიციები ერთმანეთთან ვერ დაახლოვდა, - ამის შესახებ ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ, ხელისუფლებასა და ოპოზიციის წევრებს შორის გამართული მოლაპარაკებების მესამე რაუნდის შემდეგ, ჟურნალისტებთან თქვა.
როგორც ბაქრაძე განმარტავს, ელჩების თხოვნით, მოლაპარაკებების დეტალებზე ვერ ისაუბრებენ. მისივე თქმით, ხვალ, კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება.
"ბოდიში უნდა მოგიხადოთ, რომ დღეს დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ, კიდევ ერთხელ, ელჩების თხოვნით. შემიძლია გითხრათ, რომ იყო გარკვეული საკითხები, სადაც პოზიციების დაახლოება მოხერხდა, მაგრამ დარჩენილია რამდენიმე მთავარი საკითხი, სადაც პოზიციები ერთმანეთთან ვერ დაახლოვდა. ამიტომ, გაგრძელდება პროცესი და ხვალ იქნება კიდევ ერთი შეხვედრა", - ამბობს ბაქრაძე.
დღეს, 7 დეკემბერს ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის, ელჩების ჩართულობით, მოლაპარაკებების მე-3 რაუნდი გაიმართა.